მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლე
ბმულები
კონტაქტი
 
მომხმარებელი
პაროლი
დამახსოვრება
  პაროლის აღდგენა
  რეგისტრაცია
 



4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა 2010 ფილტვის წლისადმი მიძღვნილი ქართულ-ნორვეგიული კონფერენცია “პულმონოლოგიისა და ტუბერკულოზის აქტუალური პრობლემები”.  კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია (MSCI) და ნორვეგიის რესპირატორთა საზოგადოება. 


კონფერენცია გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი მიხეილ დოლიძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი;  ნორვეგიული დელეგაციის წარმომადგენელი, ნორვეგიის რესპირატორთა ასოციაციის წევრი, ბატონი  ჯენს ჰერალდ ჰოლმბოე. 

მომხსენებლებმა,  I სექციაში, ჯენს ჰერალდ ჰოლბოეს ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს შემდეგი თემები:

„ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) - მსგავსება და განსხვავება, მკურნალობა“ - მომხსენებელი ტერჯე ქრისტიანსენი, შინაგანი მედიცინის და ფილტვის დაავადებატა სპეციალისტი, დრამენის ლუნგეკლინიკა (ნორვეგია);

„სუნთქვის ფუნქციური ბრონქული ტესტები“ - მომხსენებელი კარინ სტენგ ვოლდენი, შინაგანი მედიცინის და ფილტვის დაავადებათა სპეციალისტი შტრაუმეს სპეციალიზებული ცენტრი, ბერგენის კლინიკა (ნორვეგია);

„სუნთქვის უკმარისობა ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს“ - მომხსენებელი ფინ ვამერი, შინაგანი მედიცინისა და ფილტვის დაავადებათა სპეციალისტი, ალესუნდის ჰოსპიტალი, სანმოსის სამედიცინო ცენტრი (ნორვეგია);

„ფილტვის ინტერსტიცული დაავადებები“ - მომხსენებელი ერილდ ბერგმანი, შინაგანი მედიცინისა და ფილტვის დაავადებათა სპეციალისტი, სანდიკის კლინიკა ოსლოში (ნორვეგია);

„არაჰოსპიტალური პნევმონია“ - მომხსენებელი ჯენს ჰერალდ ჰოლმბოე, შინაგანი მედიცინისა და ფილტვის დაავადებათა სპეციალისტი, ტრომბის სამხედრო ჰოსპიტალი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ნორვეგია);



„ასთმა და ფეხმძიმობა“ - მომხსენებელი მაია გოთუა, ალერგოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი (საქართველო)

„საქართველოში 2009 წლის გრიპის (H1N1) პანდემიასთან ასოცირებული პნევმონია ბავშვებში“ - მომხსენებელი ივანე ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი (საქართველო);

ბ-ნ იაგორ კალანდაძის ხელმძღვანელობით მომხსენებლებმა II სექციაში წარმოადგინეს შემდეგი თემები:

„მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის გაფართოება საქართველოში“ - მომხსენებელი იაგორ კალანდაძე, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი (საქართველო);

„მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი დეტექციის მიზნით ტესტ-სისტემის გამოყენება საქართველოში“ - მომხსენებელი მამუკა კოტეტიშვილი, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მკვლევარი (საქართველო);

„რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკა ტუბსაწინააღმდეგო ქსელში“ -  მომხსენებელი ლამარა ვაშაკიძე, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (საქართველო);

„ქირურგიის როლი ფილტვის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში“ - მომხსენებელი სერგო ვაშაკიძე, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (საქართველო);

„ტუბერკულოზის მდგომარეობა და დაავადების კონტროლის სტრატეგია ნორვეგიაში“ - მომხსენებელი ჯენს ჰერალდ ჰოლმბოე, შინაგანი მედიცინისა და ფილტვის დაავადებათა სპეციალისტი, ტრომბის სამხედრო ჰოსპიტალი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ნორვეგია).

კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს სხვადასხვა თემატური პრობლემის გადაჭრის გზებზე და დასახეს გეგმები მომავალი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისათვის.


 | 
პარტნიორები
სიახლეების კალენდარი